შპს „თქვენი მრჩეველი“ დაფუძნდა 2022 წლის 1 დეკემბერს და კლიენტებს სთავაზობს პროფესიულ მომსახურებას აუდიტის, საბუღალტრო აღრიცხვის, საგადასახადო და სამართლებრივი კონსულტაციის სფეროებში. კომპანიაში საქმიანობენ შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე აუდიტორი და ადვოკატი. სხვადასხვა პროფესიული კომპეტენციის ერთ სივრცეში გაერთიანება შესაძლებლობას გვაძლევს, კლიენტის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები კომპლექსურად შევაფასოთ და გადაწყვეტილების შეთავაზებისას ერთდროულად გავითვალისწინოთ მისი სამართლებრივი, ფინანსური, საბუღალტრო და საგადასახადო ასპექტები. ჩვენი პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორს, მათ შორის სახელმწიფო ფინანსების კონტროლის, საჯარო სექტორის საქმიანობის შეფასებისა და აუდიტის მიმართულებებს. კომპანიაში დასაქმებულ სპეციალისტს მოპოვებული აქვს საჯარო სექტორის აუდიტის ჩატარების შესაბამისი პროფესიული უფლებამოსილება. იურიდიული მომსახურების მიმართულებით ვმუშაობთ სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროებში, მათ შორის საგადასახადო, სახელშეკრულებო, ქონებრივ და სამეწარმეო სამართლებრივ საკითხებსა და დავებზე. ჩვენი უპირატესობა ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა იურიდიული, საგადასახადო, საბუღალტრო და აუდიტორული კომპეტენციების ერთ სივრცეში გაერთიანება. პრაქტიკაში ერთი და იგივე საკითხი ხშირად ერთდროულად წარმოშობს სამართლებრივ, ფინანსურ და საგადასახადო შედეგებს. სწორედ ამიტომ, პრობლემის გადაწყვეტისას საკითხს მხოლოდ ერთი პროფესიული მიმართულებით არ განვიხილავთ — ვაფასებთ მის შესაძლო შედეგებს კომპლექსურად და კლიენტს ვთავაზობთ პრაქტიკულ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. ჩვენი საქმიანობა ეფუძნება პროფესიონალიზმის, დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლობისა და კონფიდენციალურობის პრინციპებს. ჩვენი მიზანია კლიენტის ინტერესების ეფექტიანი დაცვა და მისთვის სამართლებრივად და ეკონომიკურად დასაბუთებული გადაწყვეტილებების შეთავაზება.
შპს „თქვენი მრჩეველის“ გუნდში გაერთიანებული არიან აუდიტის, საბუღალტრო აღრიცხვის, საგადასახადო და სამართლის სფეროებში შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტები. გიორგი ბარიშვილი — დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი ბარიშვილს აქვს ფინანსურ-ეკონომიკურ, აუდიტორულ, საგადასახადო და სამართლებრივ სფეროებში მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. დასრულებული აქვს ACCA-ის სრული სასწავლო კურსი და არის საქართველოს ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფი) ნამდვილი წევრი. ასევე, მოპოვებული აქვს საჯარო სექტორის აუდიტის ჩატარების შესაბამისი პროფესიული უფლებამოსილება. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით — სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებებით. პროფესიული საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება საქართველოს კონტროლის პალატას, სადაც 14 წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობებზე. საქმიანობა მოიცავდა სახელმწიფო ფინანსების კონტროლს, საჯარო სექტორის საქმიანობის შესწავლასა და შეფასებას, სამართლებრივ საკითხებსა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მომზადებაში მონაწილეობას. მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს აუდიტის, საბუღალტრო აღრიცხვისა და საგადასახადო საკითხების მიმართულებით. იურიდიული პრაქტიკა მოიცავს სამართლებრივ და საგადასახადო კონსულტაციას, სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავების წარმოებას, სამართლებრივი და საპროცესო დოკუმენტების მომზადებასა და კლიენტების ინტერესების დაცვას სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში. ჩვენი პროფესიული მიდგომა გუნდის სხვადასხვა პროფესიული კომპეტენციის გაერთიანება საშუალებას გვაძლევს, კლიენტის საკითხი შევაფასოთ იურიდიული, ფინანსური, საბუღალტრო და საგადასახადო თვალსაზრისით და შევთავაზოთ კომპლექსური, პრაქტიკულ შედეგზე ორიენტირებული მომსახურება.